საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მილანის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მილანის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, მილანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდით წარდგა. ბით 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 6 ტურისტულ კომპანიასთან ერთად მონაწილეობს. გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებია წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა იტალიური ტურისტული, პიარ და მარკეტინგული კომპანიების, ასევე მედიასაშუალების წარმომადგენლებთან.