11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა 10 წარმატებული მეცნიერი ქალი დააჯილდოვა. მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა გადასცა. ღონისძიების ფარგლებში შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კულტურის მინისტრმა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა.
