ნიკა გვარამია და ზურა გირჩი ჯაფარიძე სტრასბურგში კონკრეტული სიით და კონკრეტული ადამიანების სანქცირების მოთხოვნით გაემგზავრნენ
ნიკა გვარამია და ზურა გირჩი ჯაფარიძე სტრასბურგში კონკრეტული სიით და კონკრეტული ადამიანების სანქცირების მოთხოვნით გაემგზავრნენ. ამას კოალიციის წევრებიც ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, საუბარი იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეც, თუმცა კოალიციაში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია საქართველოს მტრობას არ წყვეტს და მათი ქმედებები ადასტურებს იმას, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან.
