„კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“-ის ანგარიშს მამუკა მდინარაძე ეხმიანება
ანგარიშს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმიანება. მამუკა მდინარაძე ქვეყნის ამბიციურ გეგმებზე წერს და ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანია საქართველო ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოჩნდეს.