უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ტელეკომპანია „იმედს“ თავს ესხმიან
უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თავს ესხმიან ტელეკომპანია „იმედს“. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციებზე ჩვენს ჟურნალისტებს მუშაობას უზღუდავენ. გუშინ „ქრონიკის“ კითხვით გაღიზიანებულმა ნინო ლომჯარიამ „იმედს“ რუსული მედია უწოდა. ტელეკომპანიამ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართა, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი, იღებენ თუ არა საელჩოები პასუხისმგებლობას მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ქმედებებზე.
