დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა
დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს ირაკლი კობახიძემ სიტყვით მიმართა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე, ისაუბრა ასევე გაზრდილ უცხოურ ინვესტიციებზე და ტურიზმის გაზრდილ მაჩვენებლებზე. სამიტს, სულ მცირე, ექვსი ათასი მონაწილე ჰყავს. სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობენ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
