"სიენენი" ვოლოდიმირ ზელენკის ეტაპობრივად განზე გადგომის და მისი ჩანაცვლების შესაძლებლობაზე წერს
"სიენენი" ვოლოდიმირ ზელენკის ეტაპობრივად განზე გადგომის და მისი ჩანაცვლების შესაძლებლობაზე წერს. ამერიკული მედიის ცნობით, ომთან დაკავშირებით შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების საკვანძო მხარეები ზელენსკის მიმართ დასავლეთის აღტაცებულ დამოკიდებულებას აღარ იზიარებენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ზელენსკისა და პუტინის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ყველასთვის ცნობილია. ამასთან, სიენენის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. სიენენის ცნობით, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაცილებით მოსახერხებელი ფიგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, ვალერი ზალუჟნია. უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ომის დროს არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნა ჯანსაღი დემოკრატიის მანიშნებელია.
