ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია, სადაც ვლადიმერ პუტინის მიერ ევროპის მომავალზე გაკეთებული განცხადებებია მოყვანილი
ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია, სადაც ვლადიმერ პუტინის მიერ ევროპის მომავალზე გაკეთებული განცხადებებია მოყვანილი. ტრამპმა კომენტარის გარეშე გამოაქვეყნა ტელეკომპანია „სი ენ ბის სის“ სტატია სათაურით- „პუტინმა განაცხადა, რომ ევროპა ბატონს ფეხქვეშ გაეგება, რადგან ტრამპის ტარიფებმა მოკავშირეები შეაშფოთეს“. სტატიაში მოყვანილია ვლადიმერ პუტინის მიერ რუსულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებები, სადაც ის ამბობს, რომ დონალდ ტრამპი ევროპაში წერსრიგს მალე დაამყარებს და ევროპელ ლიდერებს მისი მოსაზრებების გაზიარება მოუწევთ.
