2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს. „კორუფციის აღქმის ინდექსი 2024“ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით საქართველომ 53% მიიღო და მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი დაიკავა. 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო რეიტინგში უთანაბრდება პოლონეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.
