დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი მიმდინარეობს
დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი მიმდინარეობს. სამიტის მონაწილე ლიდერებს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია არა ერთი შეხვედრა, მათ შორის მსხვილი ბიზნეს ჯგუფების ხელმძღვანელებთან. სამიტში მონაწილეობს 30 ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80 ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია.
