რობერტ ფიცო ილონ მასკს სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის გადაცემული სუბსიდიებისა და გრანტების შესახებ, ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს
რობერტ ფიცო ილონ მასკს სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის გადაცემული სუბსიდიებისა და გრანტების შესახებ, ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, სლოვაკეთის პრემიერმა შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს წერილით მიმართა. გზავნილში ნათქვამია, რომ იუ ეს ეი აიდის საქმიანობის შეწყვეტა გავლენას მოახდენს სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რადგან სააგენტოს ფინანსური რესურსები პოლიტიკური სისტემის დამახინჯებისა და გარკვეული პარტიებისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით გამოიყენებოდა.
