უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ლიბერალურ გლობალურ ელიტას აკრიტიკებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ლიბერალურ გლობალურ ელიტას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ მთელ მსოფლიოში, საკუთარი ფინანსური და იდეოლოგიური მიზნების მისაღწევად, ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფული გამოიყენეს. განცხადებით ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელიც დეტალების გამოქვეყნებას ითხოვს იმის შესახებ, თუ როგორ ანაწილებდნენ ამერიკული სამთავრობო უწყებები თანხებს ბოლო წლებში.
