ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე უკვე მიმოქცევაშია
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი ეროვნული საფოსტო მარკები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე უკვე მიმოქცევაშია. საქართველოს ფოსტის მიერ დაიბეჭდა ოთხ მარკიანი ფურცელი, რომლის შეძენა საქართველოს ფოსტის ფილიალებშია შესაძლებელი. სამინისტროს ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციით და ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით, სამინისტრომ შეიმუშავა და დაამტკიცა საფოსტო მარკის „ბაკურიანი 2025“ - ის დიზაინი.
