ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის საშეჯიბრო ნაწილი ,გუშინ ოფიციალურად დაიწყო
ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის საშეჯიბრო ნაწილი ,გუშინ ოფიციალურად დაიწყო. დღევანდელი ასპარეზობა "შორტ ტრეკის" დისციპლინას დაეთმობა. ტურნირზე ჯამში 32-ი ქვეყნის,50-ი სპორტსმენი მონაწილეობს. ფესტივალზე საქართველოს სახელით 15 წლის ინგა გურგენიძე გამოვა, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ქართველი სპორტსმენი შეჯიბრში 12 თებერვალს მოკლე ,ხოლო 13 თებერვალს თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს. პრესტიჟული შეჯიბრი 9-16 თებერვლის ჩათვლით,ბათუმის ახალ ყინულის დარბაზში გაიმართება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.