სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები იმართება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები იმართება. 2025 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ერთ მილიონამდე ლარია გამოყოფილი. საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
