საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში ჩინეთის ვიცე-პრემიერს უმასპინძლა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში ჩინეთის ვიცე-პრემიერს უმასპინძლა. ემანუელ მაკრონისა და ცზან გუოკინგის შეხვედრა პარიზში, ხელოვნური ინტელექტის გლობალური სამიტის ფარგლებში შედგა. ღონისძიებას საერთაშორისო მასშტაბით პოლიტიკური ლიდერები და გიგანტი ტექნოლოგიების აღმასრულებელი დირექტორები ესწრებიან. ორდღიანი სამიტის მიზანი, სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის სამომავლო მიმართულების განსაზღვრაა.
