ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფები ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას დააზარალებს
ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფები ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას დააზარალებს. განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუს დროს. როგორც ემანულ მაკრონმა აღნიშნა, ბრიუსელისთვის დაკისრებულ ტარიფებს ამერიკელები ინფლაციის სახით იგრძნობენ. საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპასთან სავაჭრო ომის ნაცვლად, ყურადღება ჩინეთზე უნდა გაამახვილოს.
