დონალდ ტრამპის რეიტინგი უპრეცედენტოდ მაღალია
დონალდ ტრამპის რეიტინგი უპრეცედენტოდ მაღალია. „გელაპის“ და "სი ბიეს ნიუსის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის უახლესი მონაცემებით, შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, ამერიკელთა 53 პროცენტის მოწონებით სარგებლობს. გამოკითხულთა 70 პროცენტი აცხადებს, რომ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს. ამერიკელების 60 პროცენტზე მეტი ფიქრობს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ენერგიული, მკაცრი და მიზანდასახულია. აღსანიშნავია, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტის რეიტინგი ახალგაზრდებშიც გაზრდილია. ტრამპისადმი სიმპათიას 18-დან 29 წლამდე ასაკის ამერიკელთა 55% გამოხატავს.
