ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა გახდა ცნობილი
ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა გახდა ცნობილი. კომისია ათი დეპუტატისგან დაკომპლექტდა, მათგან ხუთი ქართული ოცნებიდან არის , ხუთი კი ოპოზიციიდან. საპარლამენტო უმრავლესობიდან კომისიის წევრები იქნებიან თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ვახტანგ სალია, ილია ღუდუშაური და ალექსანდრე ტაბატაძე . რაც შეეხება ოპოზიციას, კომისიაში არიან ხალხის ძალიდან სოზარ საუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ევროპელი სოციალისტებიდან ილია ინჯია. კომისიაში ორი ადგილია გათვალისწინებული უფრაქციო დეპუტატებისთვის
