პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები დუბაიში მასპინძლობს. მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით ხვალ მიმართავს. წელს მსოფლიო მთავრობათა სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“. სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს.
