დონალდ ტრამპმა ჰამასის მიერ ახლახან გათავისუფლებული მძევლების მძიმე ფიზიკურ მდგომარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ისინი ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილ ადამიანებს ჰგავდნენ
დონალდ ტრამპმა ჰამასის მიერ ახლახან გათავისუფლებული მძევლების მძიმე ფიზიკურ მდგომარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ისინი ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილ ადამიანებს ჰგავდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენჯერმე მკაცრად გაიმეორა, რომ არ იცის მსგავსი კადრების ყურებას რამდენ ხანს მოითმენს. ტრამპის თქმით, მართალია, ისრაელსა და ჰამასს შორის არსებობს გარიგება, თუმცა მოთმინებასაც აქვს საზღვარი. პარალელურად, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის შეძენას აპირებს, თუმცა მისი ნაწილების აღმშენებლობის პასუხისმგებლობა, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებს დაეკისროს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ანკლავი ახლა მთლიანად განადგურებულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია.
