უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელის ბიუროკრატიას აკრიტიკებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელის ბიუროკრატიას აკრიტიკებს. “ბრიუსელის ბიუროკრატებმა ევროპა გაანადგურეს. ბრიუსელის გამო, ჩვენი ფული უკრაინაში უიმედო ომში იგზავნება. ბრიუსელის გამო ევროპა გადაივსო მიგრანტებით “- წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ ექსში. ორბანი ასევე აკრიტიკებს ჯორჯ სოროსს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სოროსის ქსელის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო, ევროპაში ბოლო 9 წლის განმავლობაში 9 მილიონი მიგრანტი ჩავიდა და ეს მოსახლეობის ჩანაცვლების პრაქტიკაა. ორბანმა ბრიუსელის ბიუროკრატიის შესახებ მადრიდში ევროპის მემარჯვენე პარტიების შეკრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების ფონზე, ევროპაში ცვლილებებია მოსალოდნელი.
