დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად გადაარქვა და მას ამერიკის ყურე უწოდა
დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად გადაარქვა და მას ამერიკის ყურე უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი მაშინ მოაწერა, როდესაც საპრეზიდენტო თვითმფრინავით, ამერიკის ყურეს გადაუფრინა. ტრამპმა ამ ფაქტს ისტორიული მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ ამიერიდან, 2025 წლის 9 თებერვალი ამერიკის ყურის ოფიციალურ დღედ იქნება ცნობილი.
