USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის ქონება, 30 მილიონ დოლარს შეადგენს
ამის შესახებ ინფორმაციას ილონ მასკი სოციალურ ქსელ „ექსზე“ აზიარებს და კითხულობს, თუ როგორ შეძლო სამანტა პაუერმა, საკუთარ ყოველწლიურ ხელფასზე ასჯერ დიდი ოდენობის სიმდიდრის დაგროვება. ტრამპის ადმინისტრაციის ფარგლებში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გაზიარებულ პოსტში წერია, რომ სამანტა პაუერის წლიური ხელფასი, 180 000 დოლარს შეადგენდა, თუმცა მისი ქონება 3 წელიწადში ექვსი მილიონი დოლარიდან, 30 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.