ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში ძრავზე ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც, აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.