გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ლიგა ერთის 21-ე ტურში „ლიონმა“ საკუთარ სტადიონზე „რეიმსი“ 4-0 დაამარცხა. მეოთხე გოლი კი მასპინძლების შემადგენლობაში 24 წლის ქართველის ანგარიშზეა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 21 შეხვედრაში, მიქაუტაძემ 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
