კოსოვოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები
კოსოვოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით, მმართველი პარტია იგებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის პარტია, ხმების 42 პროცენტს მიიღებს, რაც 120-ადგილიან პარლამენტში 47 მანდატს ნიშნავს.
