ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის საშეჯიბრო ნაწილი, დღეს ოფიციალურად დაიწყება
ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის საშეჯიბრო ნაწილი, დღეს ოფიციალურად დაიწყება. ტურნირზე ჯამში 32 ქვეყნის 50 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე საქართველოს სახელით 15 წლის ინგა გურგენიძე გამოვა, რომელიც ღონისძიების მთავარი ფავორიტია. ის შეჯიბრში 12 თებერვალს მოკლე , ხოლო 13 თებერვალს თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს.
