არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და მათი რევოლუციურ პროცესებში ჩართულობის საკითხი, აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა რაც მხილების სერია შეერთებულ შტატებში დაიწყო
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და მათი რევოლუციურ პროცესებში ჩართულობის საკითხი, აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა რაც მხილების სერია შეერთებულ შტატებში დაიწყო. ყოველდღიურად დასტურდება ის, რასაც საქართველოში ქართული ოცნება და პარტიის ლიდერები საუბრობდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ენჯეოების უკან კიდევ უფრო რადიკალი დონორები დგანან, რომლებიც დესტრუქციული პროცესების განვითარებისთვის თანხას იხდიან.
