ნიკოლა სარკოზი განაჩენის გასაჩივრებას და სარჩელის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეტანას აპირებს
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც სასამართლომ ელექტრონული სამაჯურის ტარება დაავალდებულა სახლიდან გამოსვლის უფლება კი დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მისცა, განაჩენის გასაჩივრებას და სარჩელის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეტანას აპირებს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა სოციალური ქსელში დაწერა.
