უკრაინა გაზის იმპორტს მაღალ დონეზე ინარჩუნებს
უკრაინა გაზის იმპორტს მაღალ დონეზე ინარჩუნებს. ცნობას სააგენტო „როიტერი“ კვირის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა შვიდ მთელ 1 მეათედ მილიონი კუბური მეტრის ოდენობით გაზის იმპორტს უნგრეთიდან, 7,3 კუბური მეტრს სლოვაკეთიდან და 1,8 კუბურ მეტრს პოლონეთიდან მოახდენს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, უკრაინამ გაზის იმპორტის ზრდა გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინული გაზის სექტორის ობიექტებზე სარაკეტო იერიშები გაააქტიურა.
