ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება
ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები.
