თურქეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს
თურქეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. საუკეთესო შედეგი ანა ჯაფარიძემ აჩვენა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. 19 წლის ჯაფარიძემ 2024 წელს პარალიმპიადაზეც იასპარეზა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო.
