ღაზაში მოსახლეობა ბრუნდება
ღაზაში მოსახლეობა ბრუნდება. მოქალაქეებმა დაბრუნება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქალაქის ჩრდილოეთ რაიონი ისრაელელმა სამხედროებმა დატოვეს. ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლების მორიგი ეტაპის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ქალაქის სამხრეთ ნაწილიც დატოვონ, რაც ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილია.
