„ბაკურიანი 2025“ რამდენიმე საათში დაიწყება
რამდენიმე საათში დაიწყება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან ათასამდე სპორტსმენი ეწვევა. „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის რვა სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ერქვანია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
