რიჩარდ გრენელი „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ მედიასაშუალებებზე
დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი მიიჩნევს, რომ „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ მედია საშუალებებია, რომლებიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდება, რაც მისი აზრით წარსულის გადმონაშთია. რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანას მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები არ სჭირდება.