ბენიამინ ნეთანიაჰუ: დონალდ ტრამპი ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარია
„დონალდ ტრამპი ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარია“,- ეს განცხადება ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ შტატების ახლანდელ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებები არამარტო ამერიკა ისრაელის ურთიერთობაში შეაქვს, არამედ ის ყველაფერს აკეთებს გლობალური უსაფრთხოებისთვის.
