მასშტაბური საპროტესტო მარში მოეწყო საფრანგეთის დედაქალაქში
მასშტაბური საპროტესტო მარში მოეწყო საფრანგეთის დედაქალაქშიც. პარიზის ქუჩებში საფრანგეთში მცხოვრები ირანელები და ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათთვის დამაიმედებელი აღმოჩნდა დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ ოფიციალურ თეირანზე წნეხი უნდა გაძლიერდეს, რაც აქციის მონაწილეების თქმით ირანში მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარი შეიძლება გახდეს.
