მადრიდში ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტი სლოგანით „გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი“ გაიმართა
მადრიდში ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერების სამიტი სლოგანით „გავხადოთ ევროპა კვლავ დიადი“ გაიმართა. სამიტის მონაწილეები თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებას მიესალმნენ და ევროკავშრის პოლიტიკა გააკრიტიკეს. სამიტში ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ბლოკში შემავალი პარტიების ხელმძღვანელები, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, იტალიის ვიცე-პრემიერი, ასევე საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენი და ნიდერლანდების „თავისუფლების პარტიის” ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.
