„ბაკურიანი 2025“
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „ბაკურიანი 2025“-ს დღეიდან უმასპინძლებს. ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან ათასამდე სპორტსმენი ეწვევა. „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის რვა სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება.
