ახალი საცხოვრებელი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას განაგრძობს. მიმდინარე წელს დამატებით კიდევ 9 ახალი სახლი აშენდება. ამ დრომდე საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით უკვე ისარგებლა 41-მა ოჯახმა
