უკრაინის პრეზიდენტი მზად არის დონალდ ტრამპთან შეთანხმება გააფორმოს, რომლის მიხედვითაც, კიევი შეერთებულ შტატებს იშვიათ ლითონებსა და სხვა მინერალებს მიაწვდის, სანაცვლოდ კი სამხედრო დახმარებას მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტი მზად არის დონალდ ტრამპთან შეთანხმება გააფორმოს, რომლის მიხედვითაც, კიევი შეერთებულ შტატებს იშვიათ ლითონებსა და სხვა მინერალებს მიაწვდის, სანაცვლოდ კი სამხედრო დახმარებას მიიღებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინას ტიტანისა და ურანის დიდი მარაგი აქვს და ამერიკელებს მასზე წვდომა უნდა ჰქონდეთ, რადგანაც უკრაინამ ყველაზე დიდი დახმარება შეერთებული შტატებიდან მიიღო. მანამდე ეს იდეა დონალდ ტრამპმა წამოაყენა
