ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი ფედერალური პროგრამა დაბლოკა
ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი ფედერალური პროგრამა დაბლოკა. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, შეჩერებულია ელექტრო მობილების გასამართი სადგურების ქსელის შექმნა, რაზეც 5 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯულიყო. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ელექტრო მობილების წარმოებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. კომპანია „ფორდში“ წელს ხუთ მილიარდიან ზარალს პროგნოზირებენ
