„ოცნების ქალაქი“ ბათუმში
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის ახალი გეგმის მიხედვით, 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, რომლებშიც ათას 77 ოჯახი მიიღებს ბინას. სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ადასტურებს, თუ რამდენად პრიორიტეტულია ხელისუფლებისთვის მოქალაქეების კეთილდღეობა
