ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკს პენტაგონისა და განათლების დეპარტამენტის ხარჯების გადახედვას დაავალებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკს პენტაგონისა და განათლების დეპარტამენტის ხარჯების გადახედვასაც დაავალებს. ინფორმაციას გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს. „ილონს დავავალე, გადახედოს განათლების დეპარტამენტს, პენტაგონს. სამწუხაროდ, თქვენ აღმოაჩენთ რაღაცებს, რაც ნამდვილად ცუდია“ - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა
