ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის 2 ათას 200-მდე თანამშრომლის ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება შეაჩერა
ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის 2 ათას 200-მდე თანამშრომლის ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება შეაჩერა. სასამართლომ ასევე მოითხოვა შვებულებაში უკვე გაშვებული 500 სხვა თანამშრომლის 15 თებერვლამდე აღდგენა. საოლქო მოსამართლის, კარლ ნიკოლსის დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ 15 თებერვლამდე USAID-ის არცერთი თანამშრომლის ევაკუაცია არ უნდა მოხდეს იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი მუშაობენ. მოსამართლემ ასევე დაავალა მთავრობას, უზრუნველყოს ამ პერიოდში სააგენტოს თანამშრომლების სრული წვდომა ელექტრონულ ფოსტაზე, გადახდებსა და უსაფრთხოების შეტყობინების სისტემებზე