FARA-ს მიღების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში
FARA-ს მიღების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში. პრემიერის თქმით, უცნაურად დაემთხვა „ფარას" კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამერიკაში ამ კანონის შერბილებაზე გაკეთებული განცხადებები, რის უკანაც შესაძლოა, „დიფ სთეითი" იდგეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში ვეღარავინ უნდა სცადოს არასამთავრობოებისა და უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა
