დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გუნდი მსოფლიო თასის საგზურს ისტორიაში მერვედ მოიპოვებს. თამაში ავჭალის სარაგბო მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ