კიდევ ერთ პოსტს ილონ მასკი ამერიკელ ჟურნალისტ კეტრინ ლონგზე აქვეყნებს, რომლის მწვავე პუბლიკაციამაც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკო ელეზი აიძულა სამსახური დაეტოვებინა
კიდევ ერთ პოსტს ილონ მასკი ამერიკელ ჟურნალისტ კეტრინ ლონგზე აქვეყნებს, რომლის მწვავე პუბლიკაციამაც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკო ელეზი აიძულა სამსახური დაეტოვებინა. „კეტრინ ლონგი, ჟურნალისტი, რომლის ხმაურიანი სტატიის გამოც ჩვენი თანამშრომელი სამსახურიდან წავიდა, USAID-ის თანამშრომელი აღმოჩნდა. ნუთუ ეს ინტერესთა კონფლიქტი არ არის?!“ - წერს მასკი და ჟურნალისტის დოსიეს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ლონგი ცენტრალურ აზიაში USAID-ის პროექტებს ხელმძღვანელობდა