საქართველო VS ნიდერლანდები
ხვალ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ მეორე შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გუნდი მსოფლიო თასის საგზურს ისტორიაში მერვედ მოიპოვებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე კაპიტნის ვარჯიში გაიმართა. მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა კი შემადგენლობა დაასახელა. წინა თამაშისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილებაა. ბორჯღალოსნების კაპიტანი კვლავ ბექა საღინაძე იქნება. თამაში ავჭალის სარაგბო მოედანზე 15 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.